ქუთაისი აღმაშენებლის პროექტი
MNS Group არის სამშენებლო კომპანია ქუთაისში, რომლის მიზანია ააშენოს, შექმნას მაღალი ხარისხის პროექტები.
დაგვიკავშირდით ახლავე3600 მ²
მ² / 850$-დან 1200$-მდე2026 წელი
პროექტის დასრულების
თარიღი
ჩვენს შესახებ
ჩვენი კომპანია დაარსდა 2024 წელს გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის მიერ, რომლის მიზანია პრემიუმ ხარისხის უძრავი ქონების პროექტების განვითარება და რეალიზაცია. ჩვენი პირველი, მაღალი სტანდარტების მიმდინარე პროექტი შენდება ქუთაისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ლოკაციაზე – დავით აღმაშენებლის გამზირისა და თავისუფლების ქუჩის კვეთაზე. ეს უნიკალური პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით, ელეგანტური ფასადით და ფუნქციური დაგეგმარებით. ბინები ხასიათდება: მაღალი ჭერებით, რომლებიც ქმნიან სივრცის მეტი განცდას და ჰაეროვნებას; ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფილი ოთახებით, რაც ინტერიერს მყუდრო და ნათელ ატმოსფეროს სძენს; ინოვაციური სამშენებლო მასალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გამძლეობასა და ეკოლოგიურ სტანდარტებს; მოსახერხებელი ლოკაციით, რაც შესაძლებელს ხდის სწრაფ და კომფორტულ წვდომას ქალაქის მთავარ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე და კომფორტული საცხოვრებელი გარემო, სადაც პრემიუმ ხარისხი და დეტალებზე ყურადღება ყოველთვის პრიორიტეტია.